ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი

27 ივნისი 2023, 14:05 600 ნახვა

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე   ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში    სხდომა მიმდინარეობს. ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას აგრძელებს.    უკვე მოუსმინეს სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის გამცემ  ექსპერტს.

საქმის პროკურორის  თამარ იაკობიძის განცხადებით, აღნიშნული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ბრალდებულ გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტის კვალი ამოვიდა. ამავე დასკვნის მიხედვით, დაზარალებული პოლიციელის ფეხსაცმელზე ხანძრის შედეგები აღინიშნება.

ლაზარე გრიგორიადისს გამოძიება  პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებას ედავება. მას  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შინაგან საქმეთა   სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს,  განზრახ წაუკიდა ცეცხლი უწყების  კუთვნილ  ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.  

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ  ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში ადმინისტრაციულ  სამართალდამრღვევად  ცნო და   800 ლარის გადახდა  დაეკისრა. გამოძიების მტკიცებით ბრალდებულის მამამ 3 ივნისს, სოციალურ ქსელში პოლიციელს სიტყვერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ბექა გრიგორიადისს პროტესტის ნიშნად პირი და ცალი თვალი აქვს ამოკერილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი