ზელენსკი აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა 

27 ივნისი 2023, 10:39 415 ნახვა

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით  წინ წაწიეს. "დღეს ყველა მიმართულებით  ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს წინსვლას. ეს ბედნიერი დღეა, - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში, რომელიც მატარებელში ჩაწერა  ფრონტის ხაზის პოზიციების მონახულების შემდეგ.

პრეზიდენტის ოფისმა გამოაქვეყნა ზელენსკის ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა და აღნიშნა, რომ  პრეზიდენტმა ფრონტის ხაზის ასობით კილომეტრი მოინახულა და ჯარისკაცებს შეხვდა.

ერთ-ერთ ვიდეოში ზაპორიჟიეს ოლქში ზელენსკი სამხედროებს  ჯილდოებს გადასცემს, სელფებს იღებს  ჯარისკაცებთან და  საბრძოლო რუკებს ათვალიერებს. უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შემდეგ  რუსული ოკუპაციისგან უკრაინის 9 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში