ბათუმელი ზურაბ კინწურაშვილი მესამე ევროპული თამაშების გამარჯვებულია

25 ივნისი 2023, 22:46 895 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ბათუმელმა ტაიკვანდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ფინალურ შეხვედრაში კინწურაშვილმა ბოსნიელი მეტოქე 2-0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამ დროისთვის საქართველოს 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი