მესამე ევროპულ თამაშებზე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა

25 ივნისი 2023, 22:06 659 ნახვა

მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მოუპოვა.

ფინალში სანდრომ მასპინძელი პოლონეთის წარმომადგენელი, კშიშტოფ კაჩკოვსკი 15-13 დაამარცხა, მანამდე კი ნახევარფინალში ლეგენდარულ უნგრელ აარონ სილაგის აჯობა.

ამ დროს საქართველოს მესამე ევროპულ თამაშებზე 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ოქროს მედალის მოიპოვების შანსი აქვს ბათუმელ ტაიკვანდოისტს ზურაბ კინწურაშვილს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი