ხვალ, მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებას გამართავს

23 ივნისი 2023, 17:16 596 ნახვა

შევიკრიბოთ 24 ივნისს 13:00 საათზე პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, ერთად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მისი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის წინააღმდეგ! მოვუწოდოთ მას დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და შეუერთდეს დესტრუქციული ოპოზიციის რიგებს, სადაც მისი ადგილია!, - ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ავრცელებს.

"სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და არ გამოხატავს იმ ხალხის ნებას, რომელმაც ის აირჩია.

პრეზიდენტი, პოლიტიკური შეწყალებების კასკადით, რომლითაც კრიმინალები და ჩვენი ქვეყნის მტრები პასუხისმგებლობას აარიდა, ფეხქვეშ თელავს კანონის უზენაესობის პრინციპს, აღვივებს უსამართლობის განცდას და ნაცვლად პოლარიზაციის შემცირებისა, ხელს უწყობს ვითარების გამწვავებას.

მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ გვარამიას გათავისუფლების უსამართლო გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია დამნაშავეების დაუსჯელობის პირობად წამოყენება. ასევე აღსანიშნავია, ახალგაზრდა ბიჭის - დავით ოთხმეზურის მკვლელის შეწყალება, სადაც სავარაუდო კორუფციული ნიშნები იკითხებოდა. ფაქტია, რომ პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებას ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივების შესრულებისთვის, პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

შევიკრიბოთ 24 ივნისს 13:00 საათზე პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, ერთად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მისი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის წინააღმდეგ! მოვუწოდოთ მას დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და შეუერთდეს დესტრუქციული ოპოზიციის რიგებს, სადაც მისი ადგილია!“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში