მხარეები სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში

20 თებერვალი 2017, 00:00 2015 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლო როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით სხდომებს ასრულებს. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი. როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით სასამართლოს აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება გააჩნია იმისთვის, რომ გააუქმოს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება როლანდ ბლადაძის სასარგებლო მიიღოს. მისი თქმით სააპელაციო პალატამ საქმეს დაურთო ორი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, პირველი ამტკიცებს 2004 წელს სახელმწიფოს უნარობას როდესაც მხარე მოითხოვდა საქმის დეტალურ შესწავლას და მეორე გიორგი პაპუაშვილის სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც დაცვის მხარის განცხადებით მის მიერ ქონების არაკეთილსინდიერ შეძენას ადასტურებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი