1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლის ერთ-ერთ ოჯახს ნეშტი გადასცეს

19 ივნისი 2023, 17:42 939 ნახვა

აჭარაში აღმოჩენილ სამარხებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა დღეს,სადაც 1937-38 წლებში რეპრესირებული ხასან დიშლი ოღლუს ნეშტის ოჯახისთვის გადაცემის საკითხზე იმსჯელეს.იდენტიფიცირების პროცესი დეენემის  კვლევის გზით თითქმის ერთი წლის წინ განხორციელდა,მოგვიანებით კი ის გარდაცვლილად სასამართლომაც აღიარა.ამ ეტაპისთვის 1937-38   წლებში ბათუმში დახვრეტილთა სამარხში აღმოჩენილი სამი ნეშტია იდენტიფიცირებული,თუმცა  მათგან ორზე  ჯერ-ჯერობით სასამართლო პროცედურები გრძელდება.სამარხი, რომელშიც აღმოჩენილი 28 ნეშტიდან სამი ადამიანის ვინაობაა დადგენილი,ხელვაჩაურში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 2021 წლის აგვისტოში გაიხსნა.150-ზე მეტი რეპრესირებულის ნეშტი კი  ანთროპოლოგიის საერთაშორისო  ასოციაციის ბაზაზეა გადასვენებული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი