მუსიკალური საღამო ქობულეთში. მაყურებლის წინაშე თიკა მახალდიანი, ანი კეკუა და ოთო ნემსაძე ბენდთან ერთად წარსდგნენ. ღონისძიებაზე მოწყობილი იყო ხელნაკეთი ნივთების და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
კონცერტის პარალელურად ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ ანიმატორები, რომლებიც პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ, მოეწყო ცეცხლოვანი შოუც.
მუსიკალური ფესტივალი ქობულეთის შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებში გადაინაცვლებს.