სკანდინავიის ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაცია მიმდინარეობს - ტურიზმის დეპარტამენტი

14 ივნისი 2023, 17:09 555 ნახვა

აჭარის პოპულარიზაცია სკანდინავიის ქვეყნებში მიმდინარეობს. რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით წელს, პირველად მოეწყო პრეზენტაციები დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში, რომელსაც ადგილობრივი მსხვილი ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს ორგანიზების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა B2B ფორმატის შეხვედრები, სადაც ქართველმა და სკანდინავიელმა ტუროპერატორებმა ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისა და ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში გამართული პრეზენტაციების ორგანიზებაში ჩართული იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დანიის სამეფოში.

"სკანდინავიის ქვეყნები აჭარისთვის ახალ სამიზნე ქვეყნებს წარმოადგენს, სადაც რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის ცნობადობის გაზრდა იგეგმება. სკანდინავიელი ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან და ბევრს მოგზაურობენ. საქართველოში მათი მოგზაურობის სტიმულირებისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრესინფოტურებისა და სხვა მასტიმულირებელი ღონისძიებების ორგანიზებას გეგმავს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი