აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ

14 ივნისი 2023, 12:31 4341 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა დღეს დილით, აჭარის რადიოსთან მოხდა.

ამ დროისთვის კობა ფარტენაძე პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, პარალელურად პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვაც. თავმდამსხმელი კაცია.

არის თუ არა თავდამსხმელი იდენტიფიცირებული ან დაკავებული ამ ეტაპზე უცნობია. უცნობია თავდასხმის მოტივიც. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი