ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებას, გამოეხმაურა ექსპერტი მამუკა არეშიძე.მისი განცხადებით, ევროპარლამენტში პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც არ ჩანან. სწორედ ამის ფონზე უნდა გვესმოდეს განცხადებების მნიშვნელობა. ასევე მამუკა არეშიძემ ისაუბრა დასავლელ პოლიტიკოსებსა და ჩვენს პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობის მნიშვნელოვბაზე და ისიც აღნიშნა, რომ ის დაძაბულობა, რაც ახლა მივიღეთ, არ არის მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების ბრალი და ეს ურთიერთობა მიღებულია ორივე მხრიდან.