როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას, რომელმაც შემოდგომაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე უნდა მიგვიყვანოს. ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 5 თვით ადრე დღეს, ''მთავარში'' 20 საათზე საქართველოში ევროკავშირის ელჩისგან მოისმენთ შეფასებებს.
პაველ ჰერჩინსკიმ მაუწყებელთან ვრცელ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირის კარი ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის.
დიპლომატი ბოლო რამდენიმე დღეა აჭარაში იმყოფება. შეხვდა უმაღლესი თანამდებობის პირებს, სტუდენტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მოინახულა მთიანი აჭარა. გაეცნო პროგრამების მიმდინარეობასაც, რომელთა დონორი სწორედ ევროკავშირია.