კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

09 ივნისი 2023, 10:50 798 ნახვა

კანადის პროვინციებში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ყველაზე მეტად დაზარალდა კვებეკის პროვინცია, საიდანაც 12 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ადგილზე 500-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს და მომდევნო დღეებში იმედოვნებენ, რომ კიდევ  500 მეხანძრე დაემატებათ აშშ-დან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და მექსიკიდან.

კანადაში ხანძრის შედეგად ჰაერი დაბინძურდა ჩრდილოეთ ამერიკაშიც, სადაც გარემოს დაცვის სააგენტოს თქმით, გასულ დღეს ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მსოფლიოში.

ბოლო მონაცემებით კანადაში უკვე დაიწვა 3 მილიონ ჰექტარზე მეტი, 120 ათასზე მეტი ადამიანი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი