ლიონელ მესი არც საუდის არაბეთში მიდის და არც ბარსელონაში. არგენტინელმა ლეგენდამ ინტერ მაიამი აირჩია. ამერიკული გუნდის თანამფლობელი დევიდ ბექემია, ინფორმაცია ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით BBC-მ და The Independent-ის ჟურნალისტმა მიგელ დილეინიმ გაავრცელეს. აქედან გამომდინარე მესიმ როგორც საუდის არაბეთის ალ-ჰილალზე და მის ყოფილ კლუბ ბარსელონაში კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ჯერ-ჯერობით შესაძლებელია ასეთი გარიგებაც, რომელსაც ესპანური მედია ავრცელებს: მესი ინტერ მაიამის ფეხბურთელი გახდებოდა და ამერიკელები მას ერთი სეზონით ბარსელონაში გაანათხოვრებდნენ. BBC-ის ინფორმაციით, 35 წლის ლეო მაიამელებთან კონტრაქტს “ადიდასისა” და Apple-ის ჩართულობით აფორმებს.