ხერსონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 70-მდე სახლი და სამი ხიდია დატბორილი

06 ივნისი 2023, 20:51 852 ნახვა

ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ამ დროისთვის 70-მდე სახლი და სამი ხიდია დატბორილი.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად შენობების დატბორვა ამ დრომდე გრძელდება. ამ დროისთვის 70 სახლი და სამი ხიდია დატბორილი“, – განაცხადა პროკუდინმა.

ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ყველა დატბორილი სახლი მდებარეობს ხერსონის ზემოთ, დნეპრის გასწვრივ არსებულ სოფლებში. იმავე ადგილას წყალმა დატბორა სამი ხიდი და მასში ჩამავალი მდინარეები, რის გამოც ერთ-ერთ სოფელში შესვლა გართულდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი