პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებები

06 ივნისი 2023, 15:05 863 ნახვა

2024 წლის არჩევნებში ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება - პოლიტიკურ პროგნოზს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აკეთებს, რომელმაც დღეს ოპოზიციონერ ლიდერებს კიდევ ერთხელ უწოდა გაკოტრებული, მარგინალიზებული და უსუსური.  

ვრცელი განცხადება გააკეთა კონკრეტულ ოპოზიციონერ ლიდერებზეც, მათ შორის ელენე ხოშტარიაზე და უკვირს რატომ არ უჩნდება პროტესტი, როცა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს  მისი ოჯახი. ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო კუთხით ხოშტარიას მიერ რაიმე დადებით გადაწყვეტილებას ვერ იხსენებს. 

სწორედ საგარეო კურსს ეხებოდა შეკითხვები, რომელთა შესახებაც დღეს ჟურნალისტებთან პრემიერს ყველაზე მეტი განმარტების გაკეთება მოუხდა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში