„შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა და დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა - შრომის ინსპექციის სამსახური

05 ივნისი 2023, 20:07 514 ნახვა

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შემოწმდა კომპანიის სამი ობიექტი თბილისსა და ბათუმში. 

„უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“, სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია, სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური, ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს“, – აღნიშნულია შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი