გაწმენდითი სამუშაოები

18 თებერვალი 2017, 00:00 1849 ნახვა

თოვლი და ლიპყინულია გზებსა და ტროტუარებზე ბათუმში. ამ დროისათვის ცენტრალური გზები გაწმენდილია. ასევე გაწმენდილია ტროტუარების ნაწილი. როგორც სანდასუფთავების სამსახურში აცხადებენ, სამსახურის 600-მდე თანამშრომელი და სპეც-ტექნიკა მუშაობს. მათივე ინფორმაციით გზები იწმინდებოდა ღამის განმავლობაში და იყრებოდა ტექნიკური მარილი. როგორც ირაკლი პაპუნაიშვილი აცხადებს, გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ხვალისთვის ტროტუარების და ჩიხების გაწმენდა დასრულდება. რაც შეეხება სასწრაფო და სამაშველო სამსახურის მონაცემებს, ღამის განმავლობაში ყინულის გამო დაზიანები გამო არცერთი გამოძახება არ დაფიქსირებულა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი