აჭარაბეთ არენამ უეფას ინსპექტირების ეტაპი წარმატებით გაიარა

04 ივნისი 2023, 20:02 2593 ნახვა

ბათუმის საფეხბურთო არენა ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზად არის. შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორის ბაქარ ჩიტაიას განცხადებით, აჭარაბეთ არენამ უეფას ინსპექტირების რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა.

ცნობისთვის, ისტორიაში პირველად საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ჩემპიონატი სტარტს 21 ივნისს აიღებს. ბათუმში აჭარაბეთ არენაზე პირველი შეხვედრა 22 ივნისს ჩეხეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გაიმართება. 

აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს ასევე ნახევარფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი