ხმაური და დაკავებები იყო ბათუმში. „დაიცავი გამოხატვის თავისუფლება“ - თბილისის პარალელურად სოლიდარობის აქციაზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დასაცავია.
მათ თან ჰქონდათ სხვადასხვა ბანერი, რომელთა შინაარსსაც მოჰყვა დაკავებები. შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია 6 ადამიანი.