"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება" - სოლიდარობის აქციაზე შეკრებილები სამართალდამცველებმა აიყვანეს. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
ცნობილია, რომ დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები და არასრულწლოვნები.
რას ედავება მათ ძალოვანი უწყება - შსს-ს პასუხს ველოდებით.
რაც შეეხება დაკავების მიზეზს, როგორც აქციაზე შეკრებილები ამბობენ, ისინი ბანერებზე განთავსებული წარწერების გამო დააპატიმრეს. ევროპის მოედანზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დასაცავია.