საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები კლინიკა „ვივამედთან” აქციას მართავენ.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სამომავლოდაც ჩატარდება აქცია, მოთხოვნით - „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“.
შესაბამისად, მისვე თქმით, ამ მოთხოვნის გარშემო საზოგადოების ყველა ის წარმომადგენელი გაერთიანდება, ვისთვისაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა ღირებულია.