USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთწლიანი საქმიანობა

01 ივნისი 2023, 19:51 711 ნახვა

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამეს ბათუმში. პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 650 სკოლაა ჩართული, მათ შორის აჭარიდან 72. ამ სკოლებში შექმნილი სამოქალაქო განათლების კლუბები ბავშვთა უფლებების, ტექნოლოგიების გამოყენებისა და სხვა აქტუალურ თემაზე მუშაობს. პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სკოლისა და კერძო სექტორის თანამშრომლობაც, რომლის ფარგლებში მოსწავლეთა ინიციატივები დაფინანსდა და უკვე კონკრეტულ პროექტად იქცა. მოსწავლეთა მონაწილეობა და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში ისევ გამოწვევად რჩება, სწორედ ეს არის პროექტის კიდევ ერთი პრიორიტეტი. სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების თემაზე დღევანდელ შემაჯამებელ კონფერენციაზე პრეზენტაციები წარადგინეს მოსწავლეებმა. სამოქალაქო განათლების 5 წლიანი პროგრამა USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. აჭარაში ორგანიზაციის პარტნიორი ბათუმის განათლებისა და დასაქმების ცენტრია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი