პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში - პოლიტიკური შეფასებები

01 ივნისი 2023, 12:00 755 ნახვა

დაბალანსებულს და გამორჩეულს უწოდებენ ევროპარლამენტარების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ქართველი პოლიტიკოსები.

ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა, თუმცა მეორე ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილის გზავნილები საკმარისად მკაცრი არ იყო.

პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილია მმართველი გუნდი. სალომე ზურაბიშვილის მთელი სიტყვა აგებული იყო საქართველოს წარსულზე, მის ბრძოლასა და მის მომავალზე. ასევე ისტორიულ შანსზე, რომელიც ხელიდან არც თბილისმა უნდა გაუშვას და არც ბრიუსელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი