აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში გაეროს ელჩს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძემ საბინე მახლთან შეხვედრისას აჭარაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აქტიურ მუშაობას გაუსვა ხაზი, ელჩს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემოც გააცნო.
გაეროს მხარდაჭერით აჭარაში ხორციელდება არაერთი პროექტი, მათ შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების, ჯანდაცვის პროგრამები და სხვა.