13 წლიანი პაუზის შემდეგ დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროპული პოლიტიკურ სცენიდან ევროდეპუტატებს სიტყვით მიმართავს. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თბილისის დროით 17:00 საათზე იგეგმება, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
სალომე ზურაბიშვილმა პირისპირ შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.
დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ საერთაშორისო მედიასთან.
რაზე გააკეთებს აქცენტს სალომე ზურაბიშვილი იმ ფონზე, როცა რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ევროპა გაიგებს ქართველი ხალხის ხმას. მანამდე კი პოლიტიკური პროგნოზები კეთდება საქართველოში. ოპოზიციაში ელოდებიან, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელშეწყობაზე გააკეთებს აქცენტს პრეზიდენტი.
ოპოზიციის ნაწილს მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში მხარდაჭერას სთხოვს დასავლეთს.
შექმნილ რთულ ვითარებასა და საქართველოს მხრიდან დაბალანსებული ქმედების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდი.