ველოდებით, რომ ვილნიუსის სამიტზე მიღებული იქნება ძლიერი კომუნიკე და საქართველო იქნება კომუნიკეს ნაწილი იმ აქცენტით, რომელიც მის ევროატლანტიკურ მისწრაფებას ეხება - ხავიერ კოლომინა

24 მაისი 2023, 20:59 636 ნახვა

ველოდებით, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დასასრულს მიღებული იქნება ძლიერი კომუნიკე, ეს იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია და ასევე ველოდები, რომ საქართველო იქნება ამ პოლიტიკური კომუნიკეს ნაწილი იმ აქცენტით, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ეხება, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

„ჯერ ისევ გადაწყვეტის პროცესში ვართ, როგორ წარიმართება ვილნიუსის სამიტი. ველოდებით, რომ საქართველო სამიტში მონაწილეობას, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღებს. პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა მადრიდში შეკრებას, სადაც ბევრი პარტნიორი იყო წარმოდგენილი უმაღლეს დონეზეც და საგარეო საქმეთა მინისტრის რანგით. დღის ბოლოს, მთავარი არ არის, ვინ ესწრება სამიტს. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვართ საქართველოსთან დაკავშირებული და იმის მიუხედავად, ვინ წარმოადგენს ქვეყანას, მონდომებული ვართ, რომ საქართველო სოლიდურად იყოს წარმოდგენილი, იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდში მივიღეთ ბევრი გადაწყვეტილება, რომლის იმპლემენტაციაც უნდა შევაფასოთ. ველოდებით, რომ სამიტის დასასრულს მიღებული იქნება ძლიერი კომუნიკე, ეს იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია და ასევე ველოდები, რომ საქართველო იქნება ამ პოლიტიკური კომუნიკეს ნაწილი იმ აქცენტით, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ეხება“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი