ტრაგიკული ე.წ. ბატუტის საქმის სასამართლო-ბრალდებული ბრალს აღიარებს

24 მაისი 2023, 17:24 855 ნახვა

ბათუმის ბულვარში ბატუტზე  დაღუპული ბავშვის საქმეზე ბრალდებული პირი წარდგენილ ბრალს აღიარებს.ეს პოზიცია ედუარდ  აბრამიანმა არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე დააფიქსირა.მას გამოძიება სამუშაოს წარმოებისას ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. მტკიცებულებების გამოკვლევას კი ბრალდების მხარე  29 ივნისს დაიწყებს. პარალელურად  მიმდინარეობს მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმები თაობაზე მოლაპარაკება.გამოძიების ინფორმაციით, ბატუტი, რომელზეც ორი მცირეწლოვანი ერთობოდა, ქარმა რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაისროლა, რა დროსაც ბავშვებმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღეს.მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. წარდგენილი ბრალი 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სხვა პირების პასუხისმგებლობაზე,ზედამხედველობის ნაწილში გამოძიება ცალკე გამოყოფილ საქმეზეც გრძელდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი