ფოთის პორტის ერთ-ერთ ნავმისადგომში შსს-სა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ

23 მაისი 2023, 18:46 686 ნახვა

არსებული ინფორმაციით, ფოთის პორტში, ერთ-ერთ ნავმისადგომზე, ერთ-ერთ სატვირთოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინია“ აღმოჩენილი.

გავრცელებული ცნობით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული.

ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი