საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა რაოდენობა იზრდება - პოლიტიკური შეფასებები

23 მაისი 2023, 15:00 675 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა 9-დან 11-მდე უნდა გაიზარდოს, ინიციატივა მმართველ პარტიას ეკუთვნის. ბორდის ორი ახალი წევრი კომუნიკაციების კომისიამ უნდა წარადგინოს. კიდევ 1 ცვლილების შესაბამისად კი ბორდის წევრებს უფლებამოსილების ვადა თითქმის ორჯერ უხანგრძლივდებათ.  

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველი პარტია ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის მოხდენას შეეცდება.

მმართველ გუნდში კი განმარტეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ინტერესს ემსახურება და ბორდის შემადგენლობის გაზრდა, მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მიზეზი არ იქნება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი