ძველი ბათუმის ქუჩები, პეიზაჟები, პორტრეტები - დამთვალიერებელს მხატვარ სერგო გოგოლაძის ფერწერული ნამუშევრები ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ელოდება.
ეს მხატვრის მე-11 პერსონალური გამოფენაა. მის ნამუშევრებს ახასიათებს მკვეთრი ფერები და სინამდვილესთან მაქსიმალური მიახლოება.
მხატვრის უახლესი ნამუშევრები გალერეაში 28 მაისამდე დარჩება.