აფრიკის კონტინენტზე, გაბონში მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს. ისინი 2 მაისს, გემიდან გაიტაცეს.
როგორც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მეზღვაურები უკვე ნიგერიაში არიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან.
გათავისუფლებული მეზღვაურები უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან.