შს მინისტრი პარლამენტში

20 მაისი 2023, 12:05 740 ნახვა

მთავარი „მოლოტოვის კოქტეილი“ თქვენ ესროლეთ ხალხსაც და კონსტიტუციასაც, როდესაც ანტიკონსტიტუციური, რუსული კანონი გამოიტანეთ კრემლის დავალებით - შს მინისტრის პარლამენტში გამოსვლით უკმაყოფილოა ოპოზიცია.

''ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარემ 7-8 მარტის აქციებზე ისაუბრა და ვახტანგ გომელაური არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა, ახსენა ლექსო ლაშქარავა და მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა. 

საპირისპიროს ამბობენ მმართველ გუნდში. აცხადებენ, რომ აქციებზე მიღებული გადაწყვეტილებები კანონის ფარგლებში იყო მოქცეული. თქვეს რომ რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ყველა შესაბამისი ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა. შს მინისტრი ინტერპელაციის წესით  პარლამენტში ოპოზიციამ დაიბარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი