საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს სერბეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ.