სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და სახალხო დამცველის შეხვედრა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაა.
საუბარი ასევე შეეხო განხორციელებულ პროექტებს და იმ შედეგებს, რომელზეც მუშაობა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა ჩართულობითა და მონაწილეობით გაიმართა.
ეს ეხება სისხლის სამართლის საქმის მასალებზე მსხვერპლთა ხელმისაწვდომობას, მოწმისა და დაზარალებულის უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენებას, მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოს შექმნას.