ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის პროდუქცია. მათ შორისაა სასტუმროები, კვების ობიექტები, ტურისტული და სადაზღვევო კომპანიები. დაგეგმილია მასტერკლასებიც.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და ის 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.