ბარათაშვილის 24-ში მიმდინარე სამუშაოებს დემეტრე თავდადებულის 37-ში მცხოვრები მოქალაქეები აპროტესტებენ. მათი განცხადებით სახლის დემონტაჟი მძიმე ტექნიკით მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის მათ საცხოვრებელ სახლებს. დემეტრე თავდადებულის 37-ში მცხოვრები ოჯახები აცხადებენ, რომ შენობამ სამუშაოების გამო დეფორმაცია განიცადა. ისინი მოითხოვენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბათუმის მერიამ, ან მშენებელმა კომპანიამ აიღოს. მოსახლეობის პრეტენზიებს, კომპანიაა “დარ ბილდინგში” უპასუხეს, სადაც აცხადებენ, რომ საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან და მათი მხრიდან რაიმე სახის ზიანის დადგენის შემთხვევაში, ზარალს აანაზღაურებენ.