სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 

16 მაისი 2023, 14:09 453 ნახვა

დილიდან პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გრძელდება.

დეპუტატები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ, რომლებიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.  ამის პარალელურად კი ოპოზიციას დღის ბოლომდე აქვს ვადა, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები შეარჩიონ.  სწორედ  24 საათიანი დრო გახდა უკვე უთანხმოების მიზეზი. 

ფიქრობენ, რომ  კონსულტაცია და პოზიციების დაახლოვება  საჭიროა,  რის აუცილებლობასაც ვერ ხედავენ ულტიმატუმის ავტორები.      

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში