საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეულმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ ფიცი დადო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები და მოსამართლეები დაესწრნენ. მანანა კობახიძემ ქეთევან ერემაძე ჩაანაცვლა, რომელსაც ვადა გასულ წელს ამოეწურა.