რუსეთი რჩება ოკუპანტად, პოლიტიკურ ნაწილში რთულია, ვისაუბროთ განსხვავებულ ვითარებაზე და ეს ვითარება ჩვენთვის ასეთია 2008 და არა 2019 წლიდან - დავითაშვილი

15 მაისი 2023, 15:19 533 ნახვა

რუსეთი რჩება ოკუპანტად და პოლიტიკურ ნაწილში რთულია, ჩვენ ვისაუბროთ განსხვავებულ ვითარებაზე, რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, აქაც ვართ თანმიმდევრული, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კითხვა დაუსვეს, საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებაზე.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო პატივს სცემს სტრატეგიული პარტნიორების პოზიციებსა და რჩევებს, აქვს მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის სანქციების აღსრულების ნაწილში.

"სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ გვაქვს ალბათ სანიმუშო თანამშრომლობა აშშ-სთან და პირადად მაქვს რეგულაური შეხვედრები ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, რომლებიც სანქციების ავტორები და პოლიტიკის განმსაზღვრელები არიან. უსაფრთხოების ნაწილში გათვალისწინებულია ეს საკითხი, უსაფრთხოების კუთხით ჩვენ არ გვექნება არანაირი პრობლემა, რადგან ყველაზე მკაცრი მიდგომა ავირჩიეთ.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიცვალა – საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან. რუსეთი რჩება ოკუპანტად და პოლიტიკურ ნაწილში რთულია, ჩვენ ვისაუბროთ განსხვავებულ ვითარებაზე და ეს სიტუაცია ჩვენთვის 2008 წლიდან ასეთია და არა 2019 წლიდან. გვესმის, რომ პოლიტიკურ ნაწილში ვართ მკაფიო, უკომპრომისოები, დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, რადგან ოკუპაცია ჩვენ ურთიერთობებში არის პრობლემა. რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, აქაც ვართ თანმიმდევრული და ამაზეც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ახლა და 2019 წელს შორის განსხვავება ისაა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე საჩუქარს იმ ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში