ისრაელის საჰაერო იერიშები ღაზას სექტორზე

13 მაისი 2023, 14:10 621 ნახვა

ისრაელის მიერ პალესტინაში, ღაზას სექტორში, შეიარაღებული დაჯგუფებების ოპერატიული მართვის ცენტრებზე განხორციელებული იერიშის შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ქალები და ბავშვები. ოფიციალური ისრაელის განცხადებით, ავიაიერიშების სამიზნეს „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ წევრების ლიკვიდაცია წარმოადგენდა.

მედიის ცნობით, გასული კვირის განმავლობაში დაბომბვებს, ისლამური ჯიჰადის 6 ლიდერი ემსხვერპლა, მათ შორის არის იად ალ-ჰასანი, რომლის დაკრძალვასაც ასობით ადამიანი დაესწრო. მსხვერპლი მოჰყვა ღაზას სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებსაც ისრაელში.

მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი