„ლიტერატურული ჰაბი" სკოლის მოსწავლეებისთვის შუახევში. ტრენერი თინათინ გიორგაძე მოზარდებს ლიტერატურულ მასტერკლასებს უტარებს.
ღონისძიებას ოცი ახალგაზრდა ესწრება, რომლებიც სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩა.
პროექტი აჭარის რეგიონში მცხოვრებ ლიტერატურის მოყვარულ ახალგაზრდებს აერთიანებს და აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, დაესწრონ ლიტერატურულ მასტერკლასებს და სალონურ საღამოებს.