სამართალდამცველებმა ბათუმის აეროპორტში ტაშკენტის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული, მათ შორის ბრალად ედება კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და დივერსიული თავდასხმების განხორციელება. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.