ევროკავშირი რუსეთის მხარდამჭერ ჩინურ კომპანიებს სანქციებს დაუწესებს

08 მაისი 2023, 14:29 623 ნახვა

ევროკავშირი სანქციების დაწესებას გეგმავს ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთს ომში ეხმარებიან, – ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

მედია იუწყება, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეს იქნება ევროკავშირის მიერ ჩინეთისთვის სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა, რამაც, შესაძლოა, გაზარდოს დაძაბულობა პეკინთან. 

როგორც მედია წერს, სანქციები მზადდება შვიდი ჩინელი ბიზნესმენის წინააღმდეგ. მათ ბრალი ედებათ აღჭურვილობის გაყიდვაში, რომელიც, შესაძლოა გამოიყენება შეიარაღებაში, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი