საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსისთვის განაცხადების შეტანის ვადა დღეს სრულდება.
სულ მცირე 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე მასწავლებელს ყველა საჭირო დოკუმენტის გაგზავნის შემთხვევაში შანსი ეძლევა მონაწილეობა მიიღოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსში.
მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების პედაგოგებს.