სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

04 მაისი 2023, 14:01 443 ნახვა

ზურა ჩხაიძის და „ქართული ოცნების“ ნარატივი ერთი და იგივეა, - ამის შესახებ „მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად შექმნილი შტაბის“ ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ექიმ ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს.

გიორგი ჩალაძის თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გონებას იმგვარად დაკარგავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევად სახეს მიიღებს, ის ქვეყნიდან უნდა გავიდეს და ეს მალე უნდა მოხდეს. 

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით,   მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ გართულებები მოსალოდნელია, თუ ისევ გაგრძელდება უარის თქმა მკურნალობაზე, კალორაჟი შემცირდება და შერჩევით მოხდება საკვების მიღება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში