შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები, – ამის შესახებ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ვხედავ აქ ადამიანებს, რომლებიც არნახულად დასაფასებლები არიან, თითოეული აქ მყოფი ხართ ძვირფასი, რომელთაგან ჩვენ ნამდვილად უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამჟამად ჩრდილში მყოფებმა. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია, ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს. სწორედ ასეთი ადამიანებისგან, როგორიც საქართველოს წარმამადგენელია, მათგან უნდა ვისწავლოთ და ცოდნა გავიზიაროთ. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ კონსერვატორებს აქ ვუყრით თავს, ბუდაპეშტში.
ჩვენ ხელახლა უნდა მოვიყაროთ თავი ჩვენი ერთიანი მიზნის მისაღწევად. კარგი ტრადიციაა, ბუდაპეში ყოველთვის ბედნიერი იქნება, რომ გიმასპინძლოთ. როგორ, რა ქნეს უნგრელებმა, ისეთი რა გააკეთეს, რომ ამას მიაღწიეს. ჩვენ ხომ არ ვართ მძლავრი ქვეყანა, რომ ვინმეს დაემუქროს, შეაშინოს, არც სიდიდით გამოვირჩევით, დიდი ჯარიც არ გვყავს, არც ერთ სულ მოსახლეზე დიდი შემოსავალი, მაგრამ ვის რაში ეკითხება ეს ყველაფერი. ჩვენ ყველანი აქ ვართ ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთი მარტივი მიზეზია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნები ვაქციოთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად ჩვენს საქმიანობაში. უნგრეთი თავისებური ინკუბატორია, იგი შობს ამ იდეებს, ჩვენ სწორედ საცდელი ასპარეზი ვართ, ჩვენ არ ვლაპარაკობთ რაღაცეებს, არა, არა, დამარცხებული პროგრესული ლიბერალები და ასე შემდეგ, ჩვენ არ ვლაპარაკობთ რაღაცეებს, ჩვენ მოქმედნი ვართ, ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა ორბანმა.
როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ იყოს, უკრაინაში ომი არ იქნებოდა.
„დონალდ ტრამპი რომ იყოს პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ იქნებოდა, არც ევროპაში, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო ტრამპ, დაბრუნდით, მოგვიტანეთ კვლავ მშვიდობა“, – განაცხადა ორბანმა.