აშშ უკრაინას კიდევ 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

04 მაისი 2023, 10:20 630 ნახვა

აშშ უკრაინას კიდევ 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა.

ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს სარაკეტო სისტემა „ჰიმარსისთვის“ დამატებით საბრძოლო მასალებს, დამატებით ჰაუბიცებს, საარტილეტიო ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან, რათა უკრაინამ შეძლოს, დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე დაუყოვნებლივი საჭიროებები და ასევე, გრძელვადიანი საჭიროებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი