ბათუმის სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები ითვალისწინებს ბათუმის გამწმენდი ნაგებობების მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების განხორციელებას.
ნაპირსამაგრი სამუშაოების მიზანი ბათუმის დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენაა.