დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კი მეორე მოსმენით თავდაცვის ახალ კოდექსს განიხილავენ. 2025 წლიდან დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც, 6, 8 და 11-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ.
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება სასულიერო პირებსაც შეეხებათ.
თავდაცვის ახალ კოდექს ოპოზიციის ნაწილი მხარს არ უჭერს. ისინი ითხოვენ სამხედრო გაწვევა ნებაყოფლობითი იყოს.